სიახლეები

საქართველოში დაბრუნებისას არავაქცინირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის თვითიოლაციის ვალდებულება უქმდება


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ცვლილებები შედის საქართველოს მოქალაქეთა შემოსვლის წესში.
22 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR-ტესტის გარეშე ბრუნდებიან.
შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე, რომელიც მოემგზავრება ნებისმიერი მარშრუტით (საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით), საქართველოში შემოდის შემდეგი პირობებით:
ვაქცინირებული მოქალაქე: უნდა წარადგინოს ნებისმიერი ვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson-ის შემთხვევაში ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი.
არავაქცინირებული საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ქვეყანაში შემოვიდეს  PCR-ტესტის გარეშე და არ გაივლის თვითიზოლაციას.
წყარო: საქართველოს მთავრობა 
სიახლეები