სიახლეები

Air Moldova-მ თბილისი-კიშინეუს მიმართულებით ფრენები დაიწყო


კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - Air Moldova-მ თბილისი-კიშინეუს მიმართულებით ფრენები დაიწყო.

კიშინეუ-თბილისის პირველი რეისით, რომელიც ავიაკომპანიამ 17 ოქტომბერს შეასრულა 140 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო, თბილისიდან კიშინეუში - 133 ადამიანი გაემგზავრა.
ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ორშაბათს და პარასკევს, Airbus 319 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.


ნოემბრიდან, ზამთრის სეზონზე, ავიაკომპანია ფრენების ყოველკვირეული სიხშირის ოთხამდე გაზრდას გეგმავს.
სიახლეები