სიახლეები

ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლის პირობები შეიცვალა


ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის 2022 წლის 30 მარტის ბრძანების თანახმად, 2022 წლის 1 აპრილიდან 15 მაისამდე, ნებისმიერ პირს (მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს) ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესასვლელად მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტებიდან ერთ-ერთის წარდგენა:
  • ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
  • COVID-19-ის გადატანის დამადასტურებელი დოკუმენტი
  •  ან ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტი ნეგატიური შედეგით;
ბულგარეთის რესპუბლიკის ტრანზიტულად გავლა ნებადართულია თავისუფლად, ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნის გარეშე.
სიახლეები