საქართველოს მოქალაქემ ევროკავშირის ტერიტორიაზე ტურისტულად მგზავრობისას აუცილებელია თან იქონიოს:
- ბოლო 10 წლის განმავლობაში გაცემული ბიომეტრიულ პასპორტი, რომლის მოქმედების ვადაც საქართველოს მოქალაქის მიერ ევროკავშირის ტერიტორიის/შენგენის ზონის დატოვების დღისთვის არანაკლებ 3 თვეა;
- უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
- სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამ სასტუმროში/საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების უფლების დამადასტურებელი სხვა სათანადო დოკუმენტი ან მასპინძლის თანხმობა თავის საცხოვრებელ ადგილას საქართველოს მოქალაქის განთავსებაზე, აგრეთვე, ინფორმაცია აღნიშნული საცხოვრებლის მისამართის შესახებ;
- ჯანმრთელობის დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტი;
- მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალება ან მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დეტალები იხილეთ ბმულზე