სიახლეები

საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლონეთში საკარანტინე პირობები იცვლება

11 თებერვლიდან პოლონეთის რესპუბლიკაში ჩასული პირებისთვის მცირდება კარანტინის ხანგრძლივობა, კერძოდ:

პოლონეთის რესპუბლიკაში შემოსული მგზავრი, რომელიც არ წარადგენს კოვიდ ბარათს/ევროკავშირის ციფრულ კოვიდ-სერტიფიკატს, დაექვემდებარება 7 დღიან კარანტინს/თვითიზოლაციას.

კარანტინს არ დაექვემდებარებიან სრულად ვაქცინირებული პირები (Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen/Johnson&Johnson) და ის მგზავრები, რომლებსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ კორონავირუსი (შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში).

ჯერ ისევ ზუსტდება დეტალური ინფორმაცია, აუცილებელი იქნება თუ არა საზღვრის კვეთისას ანტიგენური, ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.
შესაბამისი განკარგულების პოლონეთის საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთანავე, ინფორმაცია დაუყოვნებლივ განახლდება შემდეგ ბმულზე:

წყარო: avianews.ge
სიახლეები