სიახლეები

არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა


1. თუ არასრულწლოვანი საზღვარს კვეთს ერთ-ერთი მშობლის თანხლებით, მეორე მშობლის ნებართვა საჭირო არ არის.
2. მშობლობის ფაქტი დასტურდება დაბადების მოწმობის საფუძველზე, შესაბამისად, მისი წარდგენა საზღვარზე სავალდებულოა.
3. თუ არასრულწლოვანი მგზავრობს სხვა ქმედუნარიანი, სრულწლოვანი პირის თანხლებით, მაშინ მან უნდა წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული ერთ-ერთი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ნებართვა.
4. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი უფლებამოსილია დამოუკიდებლად გადაკვეთოს საზღვარი და ამისთვის მან მესაზღვრეს უნდა წარუდგინოს, ასევე ნოტარიალურად დამოწმებული, ერთ-ერთი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
5. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი საზღვარგარეთ გამგზავრებაზე მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ნებართვას არ საჭიროებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული წესები მოქმედებს საქართველოდან გასვლის შემთხვევაში, ხოლო შემოსვლისას საზღვრის კვეთა ხორციელდება მხოლოდ სამგზავრო დოკუმენტის საფუძველზე.
და ბოლოს, ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაშიც კი მესაზღვრე უფლებამოსილია დამატებითი კითხვები დაგისვათ, რაც ემსახურება თქვენი და თქვენი არასრულწლოვანი შვილების უსაფრთხო და ლეგალურ გადაადგილებას სახელმწიფო საზღვარზე.
სიახლეები