2022 წლის 9 აპრილიდან ძალაში შევიდა ჩეხეთის მთავრობის დადგენილება პანდემიისგან დაცვის გარკვეული ზომების შეწყვეტის შესახებ, რითაც გაუქმებულ იქნა ჩეხეთის მთავრობის დადგენილება ეპიდემიოლოგიური მზადყოფნის მდგომარეობის პერიოდში მოგზაურობის შეზღუდვის შესახებ.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს ჩეხეთის ტერიტორიაზე შესვლისას აღარ მოეთხოვებათ სპეციალური ფორმის შევსება ან კოვიდ ვაქცინაციის სერთიფიკატების წარდგენა.
საქართველოს მოქალაქეს ჩეხეთის ტერიტორიაზე შესვლა შეუძლია საავტომობილო, სარკინიგზო თუ საჰაერო გზით, შეზღუდვების გარეშე.
ბმული: https://english.radio.cz/czech-republic-lifting-all-coronavirus-restrictions-people-arriving-country-8747171
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აუცილებელია პანდემიამდე არსებული საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნების დაცვა.