სიახლეები

ქუთაისის აეროპორტის გახსნა 31 ოქტომბრამდე გადაიდო


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ/დასაფრენი ზოლის გეგმიური რეაბილიტაცია 10 ოქტომბრიდან დაიწყო და უნდა დასრულებულიყო 24 ოქტომბერს, თუმცა როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განმარტავენ სარემონტო სამუშაოების წარმოებისას არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო  რამდენიმე დღიანი დაგვიანებით დასრულდება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ფუნქციონირებას 31 ოქტომბრიდან დაიწყებს, შესაბამისად იმ ავიაკომპანიების რეისები, რომლებიც ქუთაისის მიმართულებით სრულდებოდა 31 ოქტომბრამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან/ში განხორციელდება.

სიახლეები