სიახლეები

ᲢᲐᲘᲚᲐᲜᲓᲘᲓᲐᲜ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲨᲘ ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠᲘ ᲤᲠᲔᲜᲔᲑᲘ ᲓᲐᲘᲬᲧᲔᲑᲐ

მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, ტაილანდიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყება.
ბანგკოკი-თბილისის რეისი ავიაკომპანია thai airasia x-ის მიერ კვირაში ორჯერ განხორციელდება. 
ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორში" სამოქალაქო ავიაციის გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის უფროსმა, მინდია მინდიაშვილმა განაცხადა. 
"გუშინ შემოგვივიდა ფრენების განაცხადი, კომპანია thai airasia x-დან. ტაილანდიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები განხორციელდება. კვირაში ორი სიხშირით ბანგკოკიდან-თბილისის მიმართულებით იფრენს",- განაცხადა მინდიაშვილმა.

წყარო: ბიზნეს პარტნიორი 
სიახლეები