სიახლეები

Eurowings-ი საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას 17 აპრილიდან განაახლებს


გერმანული “ლოუქოსტერი” Eurowings-ი დუისელდორფი-თბილისი-დუისელდორფის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 17 აპრილიდან განაახლებს.

TAV Georgia-ში აცხადებენ, რომ Eurowings-ი 17 აპრილიდან 23 ოქტომბრამდე პერიოდში დუისელდორფი-თბილისი-დუისელდორფის საჰაერო ხაზზე კვირაში 1 სიხშირით იფრენს, ხოლო 5 მაისიდან 27 ოქტომბრამდე პერიოდში კი კიდევ ერთ სიხშირეს დაამატებს.
შესაბამისად ამ პერიოდში Eurowings-ი დუისელდორფსა და თბილისს შორის კვირაში 2 სიხშირით მოახდენს ოპერირებას.
ცნობილია ასევე ისიც, რომ Eurowings-ი თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავს გერმანიის ქალაქლ​ შტუტგარტიდანაც.​ ავიაკომპანიის საიტზე განთავსებული მონაცემებით ირკვევა, რომ Eurowings-ი შტუტგარტი-თბილისი-შტუტგარტის საჰაერო ხაზზე რეისების შესრულებას 19 ივლისიდან შეუდგება და ფრენებს კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ Eurowings-ი საქართველოს ავiაბაზარზე 2021 წლის 4 ივლისიდან შემოვიდა. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე ავიაკომპანია დიუსელდორფსა და თბილისს შორის კვირაში 2 სიხშირით ოპერირებდა, ხოლო ზამთრის სანავიგაციო სეზონზე სიხშირეების რაოდენობა შეამცირა. ავიაკომპანია ფრენებს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ასრულებს.
Eurowings-ის სატარიფო პოლიტიკა 3 სახის ავიაბილეთზეა გათვლილი: BASIC, SMART და BIZclass.

წყარო: Avianews.ge 
სიახლეები