ინფორმაციას "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ პირველი აგვისტოდან განახლდება პირდაპირი, რეგულარული რეისები პარიზისა (საფრანგეთისა) და ტალინის (ესტონეთი) მიმართულებებით
- ტალინი - კვირაში ორი რეისი;
- პარიზი - კვირაში ერთი რეისი.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის 5 თვეში Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამურად 232,450 მგზავრს მოემსახურა.
წყარო: radiotavisupleba.ge