ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მოთხოვნის წესში ცვლილებებია.
ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოდან ამერიკაში თავშესაფრის საძიებლად წასული ადამიანების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა.
გარდა საქართველოს მოქალაქეებისა ამერიკაში უკრაინის ომის ფონზე უამრავი უკრაინელი ემიგრირდა, მითუმეტეს იმ პირობებში როცა ამერიკამ უკრაინელი დევნილებისთვის განსაკუთრებულად გაამარტივა ქვეყანაში შესვლის და ცხოვრების პირობები, ამას ემატება მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან მუდმივად მაღალი რიცხვი ადამიანების, რომლებიც ამერიკაში თავშესაფარს ითხოვენ.
ამ ყველაფრის ფონზე ამერიკის მთავრობა პერიოდულად სხვადასხვა შეზღუდვების დაწესებით ცდილობს იყოს უფრო სწრაფი და მოქნილი, სწორედ ამის მცდელობაა აპლიკაცია CBP ONE. ამ აპლიკაციის მეშვეობით აშშ-ში თავშესაფრის მსურველებს მიეცათ საშუალება წინასწარ მოითხოვონ გასაუბრება საემიგრაციო ოფიცერთან უშუალოდ ამერიკის საზღვარზე მისვლისას. ამ შემთხვევაში საემიგრაციო ოფიცერს აქვს უფლება ადგილზევე გადაწყვიტოს თავშესაფრის მთხოვნელი ადამიანები ქვეყანაში შეუშვას თუ არა. სწორედ ამ უფლების ქონამ ქართველ ემიგრანტებში გამოიწვია არაერთგვაროვანი რეაქცია და ისევ ძველებური მეთოდით აგრძელებდნენ ამერიკის საზღვარზე მისვლას და ადგილზე თავშესაფრის მოთხოვნას. ამ შემთხვევაში რამდენიმე დღიანი დაყოვნების შემდეგ საემიგრაციო ციხიდან ქვეყნის ტერიტორიაზე უშვებდნენ მსურველებს, მოგვიანებით კი მათ უკავშირდებოდათ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი და იბარებდნენ გასაუბრებაზე, სადაც ხდებოდა გასაუბრება- ინტერვიუ თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზების შესახებ.
ახალი წესის მიხედვით, რომლის დანერგვაც მომავალი კვირიდან იგეგმება აშშ-ს პრეზიდენტ - ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებით ყველა მსურველი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოითხოვს თავშესაფარს ადგილზევე დაიკითხება და საემიგრაციო ოფიცერი იქვე მიიღებს გადაწყვეტილებას მისცემს თუ არა თავშესაფრის მაძიებელს ამერიკაში შესვლის უფლებას.
ეს კი იმას ნიშნავს რომ თავშესაფრის მაძიებელი საზღვარზე მისვლისას მზად უნდა იყოს სწორედ ამ გასაუბრებისთვის.
სოციალურ სივრცეში ხშირად შეხვდებით სხვადასხვა პოსტებს სადაც ადამიანები გამოხატავენ შიშს რომ მომავალში ამერიკაში თავშესაფრის მოთხოვნა არ იქნება შესაძლებელი, თუმცა ეს მცდარი შეხედულებაა და ცვლილებებზე რომელზეც ახლაა საუბარი რაიმე ფორმით თავშესაფრის მოთხოვნის უფლების შეზღუდვას არ გულისხმობს.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: (+34) 632 692 890 ( whatsapp)