როგორ მივიდეთ ბარსელონას (ელ პრატის) აეროპორტიდან ბარსელონას ცენტრამდე ბიუჯეტურად?
- მეტრო
ბარსელონას ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად დაგჭირდებათ დაახლოებით 30 წუთი. გაითვალისწინეთ, რომ მეტრო არ მუშაობს ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით შუაღამის შემდეგ.
მეტროსადგურები განლაგებულია როგორც ტერმინალ 1-ში, ასევე ტერმინალ 2-ში.
2.მატარებელი
ბარსელონას აეროპორტს ქალაქთან აკავშირებს პირდაპირი მატარებელი. თუ ბარსელონას აეროპორტიდან მიემართებით სადგურ Estacio Sants-ის, Passeig de Gràcia-ის ან El Clot-ის სადგურამდე, მაშინ ადგილობრივი მატარებელი თქვენთვის შეიძლება საუკეთესო სატრანსპორტო საშუალება იყოს.
გასასვლელიდან მატარებლის სადგურამდე რამოდენიმე წუთის სავალია. ადგილობრივ მატარებლის სადგურამდე ფეხით ვერ მიხვალთ, თუ ტერმინალ 1-დან ჩამოხვალთ. მატარებლის სადგურამდე მისასვლელად, ტერმინალ 1-დან 2 ტერმინალამდე უფასო ტრანსპორტით უნდა ისარგებლოთ.
მატარებელი მდებარეობს ტერმინალ 2-ში, რომელიც რამდენიმე წუთის სავალზეა, მიჰყევით მატარებლის ნიშნებს ჩამოსვლის დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ.
3.ავტობუსი
ბარსელონას აეროპორტიდან ბარსელონას ცენტრამდე ხელმისაწვდომია 3 ავტობუსი.
ავტობუსი N46, ღამის ავტობუსი N16 / N17 / N18 და ცნობილი Aerobus.
ბარსელონას ქალაქის ცენტრში მისასვლელად ყველაზე იაფი გზა N46 ავტობუსით მგზავრობაა. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ მას აქვს ბევრი გაჩერება და ბარგისთვის შეზღუდული ადგილი.
თუ ჩამოხვალთ ტერმინალ 1-ში, შეგიძლიათ ისარგებლოთ N46 და ღამის ორი ავტობუსებით იმავე სტენდზე, რომელიც მდებარეობს ჩამოსვლის ჭიშკრის გარეთ. ასევე ჩამოსვლის კარიბჭის გარეთაა Aerobus ავტობუსიც.
ყველა ავტობუსი, მათ შორის Aerobus, შეიძლება განთავსებული იყოს ტერმინალი 2-ის მიწისქვეშა გადასასვლელში. უბრალოდ მიჰყევით ავტობუსების და ტაქსების ნიშნებს ტერმინალის მიწისქვეშა გადასასვლელეამდე, სადაც ნახავთ Aerobus-ის გაჩერებას, ასევე N46-ს / N16-ს / N18-ს.
მუდმივად განახლებული ინფორმაციისთვის დაგვემატეთ ჯგუფში: იაფი ფრენები