სიახლეები

ფასები ავიაბილეთებზე წინასაახალწლოდ


 საავიაციო ბაზარი ნელ-ნელა უბრუნდება პანდემიამდელ მდგომარეობას. ფასები ავიაბილეთებზე, მოლოდინის მიუხედავად, არც ისე მაღალია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ყველასთვის ნაცნობია, წინასაახალწლო პერიოდი ზოგადად გამოირჩევა მაღალი ფასებით.
 დეკემბრის მეორე ნახევარში, მაშინ როდესაც მოთხოვნა გაზრდილია ავიაბილეთებზე, ფასებიც შესაბამისად შედარებით უფრო მაღალია, ვიდრე ეს ნოემბერსა და სექტემბერშია ხოლმე. წინასაახალწლოდ ემიგრანტები, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ ევროპის ქვეყნებში, საქართველოში შვებულების გასატარებლად მიდიან, შესაბამისად ავიაბილეთები დეფიციტური ხდება და ავიაკომპანიებიც ჩვეულებრივზე ორჯერ ძვირად ყიდიან.
 მაგ.: ბარსელონიდან ქუთაისის მიმართულებით დეკემბრის 20-დან ერთი გზის ბილეთის ფასი 250 ევროდან იწყება და ხშირ შემთხვევაში 400 ევრომდეც კი იზრდება;
მილანიდან და რომიდანაც პირდაპირი რეისები სრულდება ქუთაისის მიმართულებით - აქ საშუალო ფასი 300 ევროდან იწყება ერთი მიმართულებით;
გერმანიის ქალაქებიდან მიუნხენიდან, ბერლინიდან და დორტმუნდიდან ასევე - 250 ევროა მინიმალური ღირებულება ერთი გზის ავიაბილეთის;
იტალიის თითქმის ყველა დიდი ქალაქიდან სრულდება რეისები გადაჯდომით თბილისის მიმართულებით, თუმცა წინასაახალწლო პერიოდში, მათი ფასები ხშირ შემთხვევაში აღემატება ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეისების ღირებულებას, რაც კიდევ უფრო ზრდის პირდაპირ რეისებზე ბილეთების მოთხოვნას.
 პოლონეთის ქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით განრიგში მნიშვნელოვანი ცვლილებებია: ვარშავიდან თითქმის ყოველ დღე სრულდება რეისები, ასევე კრაკოვიდან, კატოვიცედან და გდანსკიდან, კვირაში 3-4 რეისის შესრულებაა დაგეგმილი. ავიაკომპანია „ვიზეარის“ ეს გადაწყვეტილება დადებითად აისახება ფასებზე. შესაბამისად პოლონეთის ქალაქებიდან ავიაბილეთების ფასები შედარებით დაბალია საქართველოს მიმართულებით და თუნდაც წინა საახალწლოდ 200 ევროიან ნიშნულს არ სცდება.
პარიზიდან ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეისების ფასები ჯერ კიდევ 200 ევრომდეა თუმცა სულ რამოდენიმე ბილეთია მითითებულ ფასად ცალკეულ ფრენებზე დარჩენილი.
 უნდა ითქვას რომ რომ ჯერ კიდევ, დეკემბრის დასაწყისში, თითქმის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ქალაქებიდან ავიაბილეთების ფასები საშუალოდ 120 ევრომდე ღირდა, სამწუხაროდ ვინც ვერ მოახერხა ნაადრევი ჯავშნების გაკეთება, მოუწევს ბილეთებში გაზრდილი ფასის გადახდა. იმისთვის, რომ ავიაბილეთები ბიუჯეტურად შეიძინოთ, გირჩევთ ფრენის სავარაუდო თარიღამდე 2-3 თვით ადრე მოიძიოთ და მაშინვე იყიდოთ. 

ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით: 032 2 04 89 55
ან მოგვწერეთ - იაფი ფრენები 
სიახლეები