2022 წლის 28 მარტიდან პოლონეთის რესპუბლიკაში შესვლისას, გაუქმდა კოვიდ სერტიფიკატის, ანტიგენ/PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენისა და კარანტინის/თვითიზოლაციის გავლის ვალდებულება.
წინასწარი რეგისტრაცია
პოლონეთში გამგზავრების ნებისმიერმა მსურველმა უნდა შეავსოს სპეციალური ფორმა: https://aplikacje.gov.pl/app/klp/#/home
ტრანზიტით გავლის პირობები
ტრანზიტული მიზნით შესვლა შეუძლიათ საქართველოს იმ მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს (მეუღლეს, არასრულწლოვან შვილს), რომლებსაც გააჩნიათ ევროკავშირის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ტერიტორიაზე მუდმივი ბინადრობის ნებართვა, ან ევროკავშირის რეზიდენტის ბარათი.