ამჟამად მალტაში აღიარებული და მოქმედია:
- ოფიციალური მალტის ვაქცინაციის სერტიფიკატი (12 წლის და ზემოთ).
- გაერთიანებული სამეფოს NHS დასტური კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით.
- ევროკავშირის ციფრული COVID სერთიფიკატი (Green Pass), მათ შორის ვაქცინაციის სერთიფიკატები გაცემული EEA https://www.eea.europa.eu/countries-and-regions ქვეყნების მიერ.
- დუბაის ჯანმრთელობის ორგანოს ვაქცინის სერთიფიკატი.
- თურქეთის რესპუბლიკის მიერ გაცემული ვაქცინის სერთიფიკატი.
- 19 ივლისიდან - აშშ – ს CDC ჩანაწერის ბარათი (1 აგვისტოდან შესაძლებელია ამ ბარათების სპეციალური აპლიკაციის საშუალებით ამოცნობაც) .
მალტაში შესასვლელად არ გამოიყენება:
· ევროკავშირის ციფრული COVID გამოჯანმრთელების სერთიფიკატი
· ევროკავშირის ციფრული COVID ვაქცინაციის სერთიფიკატი, რომელიც აჩვენებს ერთ დოზას, არ აქვს მნიშვნელობა თუნდაც გაცემული იყოს გამოჯანმრთელების შემდეგ.
· ანტიგენის სწრაფი უარყოფითი ტესტი ან PCR ტესტის ნეგატიური პასუხი თუნდაც ეს იყოს ასახული ევროკავშირის ციფრულ სერთიფიკატში.
· ვაქცინის სერთიფიკატები რომელიც არ არის მოცემული ზემოთ მითითებულ სიაში.
· ვაქცინაციის ხელნაწერი სერთიფიკატები ან ვაქცინაციის ბარათები.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქე წარადგენს იმ ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც არ არის აღიარებული EMA– ს მიერ, მან უნდა წარადგინოს საზღვრის კვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, მალტაში შესვლის შემდგომ ის გაივლის სავალდებულო 14 დღიან კარანტინს.
მოქალაქემ კარანტინი უნდა გაიაროს მალტის მთავრობის მიერ ორგანიზებულ კოვიდ-სასტუმროში. სასტუმროში განთავსების დღიური ხარჯი შეადგენს 100 ევროს (შედის მხოლოდ საუზმე).
კოვიდ-ვაქცინის გარეშე შესვლის პირობები
ვაქცინაციის არმქონე პირებმა მალტაში შესვლისას უნდა წარადგინონ საზღვრის კვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამასთან, მალტაში შესვლის შემდგომ ისინი გაივლიან სავალდებულო 14 დღიან კარანტინს.
მოქალაქემ კარანტინი უნდა გაიაროს მალტის მთავრობის მიერ ორგანიზებულ კოვიდ-სასტუმროში. სასტუმროში განთავსების დღიური ხარჯი შეადგენს 100 ევროს (შედის მხოლოდ საუზმე).
წინასწარი რეგისტრაცია
მალტაში გამგზავრებამდე, ნებისმიერმა მგზავრმა წინასწარ უნდა შეავსოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ მგზავრის დეკლარაცია Public Health Travel Declaration და მგზავრის ლოკატორის ელექტრონული ფორმა Passenger Locator Form.
ტრანზიტით გავლის შესაძლებლობა
დაუშვებელია არაევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მომავალი მგზავრების ტრანზიტი მალტის გავლით.
დამატებითი ინფორმაცია
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:
https://deputyprimeminister.gov.mt/en/health-promotion/covid-19/Pages/travel.aspx