სიახლეები

საქართველოში ოპერირებას თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress იწყებს


2023 წლის ივნისიდან საქართველოში ოპერირებას თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress იწყებს.
ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთდროულად თურქეთის სამი ქალაქიდან იფრენს:
  • ანკარა
  • იზმირი
  • ანტალია
ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები საბოლოო რაუნდი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით დაასრულა.
SunExpress 3 ივნისიდან კვირაში 5 სიხშირით იფრენს.

წყარო: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება