TAV Georgia-ს ინფორმაციით, ავიაკომპანიებმა Isr Air-მა და Arkia-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აგვისტოში თელ ავივიდან დაგეგმილი 27 რეგულარული რეისიდან 21 გააუქმეს.
“ჯერჯერობით უცნობია ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს ავიაკომპანია EL Al, რომელსაც აგვისტოს თვეში 17 რეგულარული რეისის შესრულება ჰქონდა დაგეგმილი.
ამასთანავე თელ ავივის მიმართულებით ფრენებს ასრულებენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ავიაკოპმანიები: Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი (ჯამში კვირაში 16 სიხშირე). ამ ეტაპზე ორივე ავიაკომპანიას ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია”, განმარტავენ TAV Georgia-ში
რაც შეეხება თელ ავივი-ბათუმის მიმართულებას, ავიაკომპანია Arkia-მ აგვისტოსში ფრენები საერთოდ გააუქმა. სიხშირეები შეამცირეს ავიაკომპანიებმა – El Al და Isr Air-ი;აღსანიშნავია, რომ აგვისტოში დაგეგმილი 66 რეგულარული ფრენიდან 49 ფრენა უკვე გაუქმდა.
გაუქმებული რეისების შედეგად აგვისტოში ფრენების რაოდენობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 74%-ით შემცირდება. შეგახსენებთ, რომ ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო შედის “წითელი” ქვეყნების სიაში, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება (გამონაკლისი შემთხვევების გარდა).
საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, აღნიშნული სტატუსის გადახედვა მოხდება ყოველკვირეულად და საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაბამისი შეზღუდვები შემცირდება, ან მოიხსნება.
წყარო : avianews.ge