მიმდინარე წლის 1 მარტიდან იტალია საქართველოდან მიმავალი მოქალაქეებისთვის ღიაა.
საქართველოდან მიმავალმა მგზავრმა იტალიის ტერიტორიაზე შესვლისას (გარდა უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა) უნდა წარადგინოს:
- მგზავრის ლოკატორის ფორმა (PLF) https://app.euplf.eu/#/form
- კოვიდ-პასპორტი, გამოჯანმრთელების მოწმობა ან მოლეკულური ან ანტიგენის ნეგატიური ტესტის სერთიფიკატი.
მგზავრი, რომელიც სრულად ვაქცინირებულია ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ ავტორიზებული ვაქცინით (Moderna, Pfizer, Astra Zeneca, Johnson & Johnson) - წარადგენს კოვიდ-პასპორტს;
არავაქცინირებული ან არაავტორიზებული ვაქცინით აცრილები ზემოაღნიშნული სერთიფიკატის წარუდგენლობის შემთხვევაში, დაექვემდებარებიან 5-დღიან თვითიზოლაციას და ვალდებულები არიან ამ პერიოდის ბოლოს ჩაიტარონ მოლეკულური ან ანტიგენის სწრაფი ტესტი.